იანეულის საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა მასწავლებლის დღე შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნეს 
06-10-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივცემულია. 

5 ოქტომბერს, მსოფლიო მასწავლებლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვან თარიღს აქტიურად გამოეხმაურნენ მოსწავლეები და მასწავლებლის დღის აღსანიშნავად საინტერესო კედლის გაზეთი და მისალოცი პლაკატები დაამზადეს. აქტივობებს მე-5 კლასის დამრიგებელი ანა მეფარიშვილი ხელმძღვანელობდა. 

„გილოცავთ მასწავლებლის დღეს! 

ძვირფასო მასწავლებლებო, გისურვებთ უამრავ სიხარულს, ჯანმრთელობას, სიყვარულსა და წარმატებას. მადლობა იმ დიდი შრომისთვის, მოთმინებისა და სითბოსთვის, რომელსაც ყოველდღიურად გვჩუქნით. თქვენ მხოლოდ ცოდნას კი არ გვასწავლით, არამედ გვასწავლით სიკეთეს, მეგობრობას, თავდაჯერებას და უკეთესი ადამიანების გახდომას.

თქვენი თითოეული სიტყვა და რჩევა ჩვენს გულებში რჩება. გისურვებთ, ყოველთვის გყავდეთ საყვარელი და მადლიერი მოსწავლეები, რომლებიც თქვენი შრომის შედეგით გაგახარებენ.

მადლობა, რომ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ!“,- ამ ლამაზი სიტყვებით ულოცავენ მოსწავლეები და მათი პედაგოგი მასწავლებლებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203