„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე ხვდება მიღებული ცოდნის პრაქტიკულ ღირებულებას“- მაჭატიის საჯარო სკოლის დირექტორი ​ანაიტ პარონიანი
06-10-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის დირექტორის ​ანაიტ პარონიანის აზრით, სასწავლო წლის წარმატებით დაწყება, არა მხოლოდ სასწავლო პროცესის ორგანიზებას, არამედ პოზიტიური, უსაფრთხო გარემოს შექმნას, ნდობის ჩამოყალიბებასა და საერთო მიზნების დასახვას გულისხმობს. მისთვის წარმატებულია გაკვეთილი, სადაც ყველა მოსწავლე აქტიურადაა ჩართული, ინტერაქტიულ მეთოდები, სწავლა კი რეალურ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.

მაჭატიის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი, რა გზებს მიმართავს მოსწავლეთა ინტერესების გასაღვივებლად და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მოსწავლეებთან პოზიტიური, უსაფრთხო გარემოს შექმნა, ურთიერთნდობის ჩამოყალიბება საერთო მიზნების დასახვა.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- სასწავლო მიზანზე, მოსწავლეთა ინტერესებსა და იმ  შედეგზე, რომელსაც თითოეულმა მოსწავლემ გაკვეთილის ბოლოს უნდა მიაღწიონ.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- ყველა მოსწავლე აქტიურადაა ჩართული პროცესში, არ ეშინიათ შეცდომის და ახალ ცოდნას საკუთარი აღმოჩენებით იძენენ.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- ინტრიგით, დამაფიქრებელი კითხვით ან მოულოდნელი სტიმულით, რომელიც მაშინვე იპყრობს მოსწავლეთა ყურადღებას.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- ინტერაქტიულ მეთოდებს, რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ  მაგალითებსა და თამაშის ელემენტებს.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- მისი შრომა და პროგრესი შემჩნეულია, დაფასებულია და ხედავს, რომ მისი სჯერათ.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- მოსწავლე ხვდება მიღებული ცოდნის პრაქტიკულ ღირებულებას და საკუთარი აღმოჩენებით სიამოვნებას იღებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203