„მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც მისი შრომა და წინსვლა დადებითად ფასდება “ - ბარალეთის N2 სკოლის მასწავლებელი ია ინასარიძე
06-10-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა ია ინასარიძემ ახალი სასწავლო წელი მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებითა და მათი სასწავლო შემართების ამაღლებით დაიწყო. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებული აქტივობები შესთავაზოს და მოსწავლის შრომა და მონდომება ყოველთვის წაახალისოს.

ბარალეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი, რა გზებს მიმართავს მოსწავლეთა ინტერესების გასაღვივებლად და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მოსწავლეთა  საჭიროებების შეფასება, უსაფრთხო გარემოს შექმნა პოზიტიური, მოტივირებული განწყობის ჩამოყალიბება.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- მისაღწევ სწავლის შედეგებზე და იმაზე თუ რამდენად შეესაბამება ჩემს მიერ შეთავაზებული აქტივობები თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- თითოეული მოსწავლე ჩართულია სასწავლო პროცესში, დასახული მიზანი მიღწეულია და მოსწავლეები ახალ ცოდნას ხალისით და ინტერესით ითვისებენ.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- მოსწავლეების ინტერესის გაღვიძებით, პოზიტიური განწყობით  და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნის გაზიარებით.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- ინტერაქციულ აქტივობებს, თვალსაჩინოებებსა და რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ მაგალითებს.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- მისი შრომა და წინსვლა ფასდება დადებითად  და ხედავს საკუთარ წარმატებას.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- საგაკვეთილო პროცესი არის სხვადასხვა აღმოჩენებით სავსე, წარმატებული და მამოტივირებელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203