„მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც მის შრომას აფასებენ, მის წარმატებას ამჩნევენ“ - საბათლოს საჯარო სკოლის დირექტორი გენადი ჩოვუშიანი
05-10-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ახალი გეგმებითა და დიადი სასწავლო მიზნებით დაიწყო. 

როგორც სკოლის დირექტორი გენადი ჩოვუშიანი გვეუბნება სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მკაფიო მიზნის განსაზღვრა და სწავლის სწორად ორგანიზება.

დირექტორისთვის კარგი გაკვეთილი ის არის, სადაც დასახული მიზანი მიღწეულია და სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული.

მისი ხედვით, მოსწავლეთა ინტერესის გასაღვიძებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საინტერესო კითხვებისა და ვიზუალური მასალის გამოყენება, სწავლის მოტივაციას კი ზრდის მოსწავლის შრომის დაფასება და მისი წარმატების შემჩნევა. საბოლოოდ კი, ცოდნა ყველაზე მეტად მაშინ იძენს მნიშვნელობას, როდესაც მოსწავლე მის გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში ახერხებს.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მიზნების დასახვა და სწავლის ორგანიზება.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- სასწავლო მიზანზე.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- როდესაც მიზანი მიღწეულია, ჩართულია ყველა მოსწავლე აქტიურად სასწავლო პროცესში.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- საინტერესო კითხვებით, აქტივობით.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- საინტერესო კითხვებს, ვიზუალურ მასალებს.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- მის შრომას აფასებენ, მის წარმატებას ამჩნევენ.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში წარმატებით გამოვიყენებთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203