„ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებით“- დილისკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი რიმა მკოიანი
05-10-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლის დირექტორ რიმა მკოიანის თქმით, წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სწორი დაგეგმვაა, თუმცა უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინება, სასწავლო მიზნების  მკაფიოდ განსაზღვა და ისეთი აქტივობების შერჩევა, რომლებიც ბავშვების ჩართულობას გაზრდის.

დირექტორის შეფასებით, გაკვეთილი კარგია, როდესაც მოსწავლეები ინტერესით მონაწილეობენ, დასახულ მიზანს აღწევენ და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ახერხებენ.  სწორედ ამ მიდგომებზე საუბრობს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში დილისკის N1 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი და სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვას გვიზიარებს.

-სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

-სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვა.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

-მოსწავლეთა საჭიროებებზე, ინტერესებსა და სასწავლო მიზნებზე.

-გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

-მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი, ინტერესით მონაწილეობენ და გაკვეთილის მიზანს აღწევენ.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

-მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებით და გაკვეთილის მიზნის გაცნობით.

-მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

-საინტერესო აქტივობებს, კითხვებს, მაგალითებს, ვიზუალურ მასალას და მოსწავლეთა ჩართულობაზე დაფუძნებულ მეთოდებს.

-მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

-  მოსწავლე ცოდნას პრაქტიკაში იყენებს, წარმატებას აღწევს და საკუთარ              პროგრესს ხედავს.

-  სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

-მოსწავლე ცოდნას პრაქტიკაში იყენებს, წარმატებას აღწევს და საკუთარი                პროგრესით ამაყობს.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203