„მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც სკოლაში მეგობრული  გარემო ხვდება“- ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ცინცაძე
05-10-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაცია და განწყობის ამაღლება სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია, სასწავლო წლის დასაწყისი კი ამ კუთხით ყოველთვის გამორჩეული. 

სკოლის დირექტორი მარინა ცინცაძის აზრით, სასწავლო შემართება წარმატებული სასწავლო წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამისთვის კი, მისი აზრით, საჭიროა მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება, მეგობრული გარემოს შექმნა და ისეთი გაკვეთილების დაგეგმვა, რომლებშიც ბავშვები აქტიურად ჩაერთვებიან. დირექტორის თქმით, მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია იგრძნოს, რომ მისი შრომა დაინახეს და დააფასეს.

ქვენობნის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი გვიზიარებს საკუთარ ხედვას როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.

-სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

-მოსწავლეებისთვის მოტივაციის ამაღლება და განწყობის შექმნა.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

-რომ გავითვალისწინო მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებები.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

-მოსწავლეები აქტიურად არიან ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში და კლასში შექმნილია პოზიტიური გარემო, რის შედეგადაც მოსწავლეს უჩნდება ინტერესი სწავლის მიმართ.

-  ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

-მოსწავლეთათვის პოზიტიური მისალმებით, მეგობრული და ღია ატმოსფეროს შექმნით გაკვეთილზე.

-მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- სვადასხვა სწავლების მეთოდებს, ასევე  ვითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

-სკოლაში მეგობრული  გარემო ხვდება და თანატოლებთან თამაშის  და ურთიერთობის შესაძლებლობა აქვს.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

-მოსწავლე გრძნობს რომ მისი შრომა დაინახეს და შეაფასეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203