„ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება პოზიტიური განწყობის შექმნით“- ბარალეთის N2 სკოლის დირექტორი მაკარ ისაკიძე
05-10-2026

ბარალეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ-ს მაკარ ისაკიძისის აზრით, სწავლისთვის სასურველ გარემოს ქმნის მოსწავლე-მასწავლებლის თანამშრომლობა, საინტერესო სასწავლო თემები, პოზიტიური განწყობა და კრიტიკული აზროვნების წახალისება. 

დირექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოხატვისა და დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა. მისი თქმით, სწავლა მაშინ იქცევა ნამდვილ სიხარულად, როდესაც მოსწავლის აზრი გათვალისწინებულია, მისი შრომა კი ადეკვატურად ფასდება.

ბარალეთის N2 საჯარო სკოლის ხელმზღვანელი გვიზიარებს როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

-სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა, რომელც მოსწავლეებს დაეხმარება ინტელექტის განვითარებასა და წარმატებით წარმოჩენაში.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

-შევარჩიო თემა, რომელიც უფრო საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

-მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობა არის მეგობრულ ჩარჩოში.

-  ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

-პოზიტიური განწყობის შექმნით და საკითხების დაინტერესებით.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

-   იმ რესურსებს და სიახლეებს რომელიც იწვევს მათში ინტერესის გაღვიძებას.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

-  აძლევ თავისი აზრის გამოთქმის საშუალებას და აყენებ ლიდერის პოზიციაზე.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

-  მოსწავლე არის დამოუკიდებელი, მისი აზრი გათვალისწინებულია და შეფასება ადეკვატურია.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203