ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტექნოლოგიურ ჰაბს სტუმრობდნენ
06-10-2026

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.

სკოლის მე-9ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ნინო ზირაქაძის ხელმძღვანელობით, კლასის საათის ფარგლებში, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ეწვივნენ. 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინტერაქციული ტექნოლოგიური მუზეუმი - საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციის ახალი სივრცე, სადაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ინოვაციური ექსპონატები, ექსპერიმენტები და პრაქტიკული გამოცდილება მეცნიერების აღმოჩენის სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობას იძლევა. 

„ეს ნამდვილად არის ადგილი, სადაც ცნობისმოყვარეობა ცოდნად, ცოდნა კი შთაგონებად გარდაიქმნება!“- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ვიზიტის განმავლობაში ბავშვებმა დაათვალიერეს ინტერაქციული ექსპონატები და უშუალოდ ჩაერთვნენ ექსპერიმენტების პროცესში.

მოსწავლეებმა პრაქტიკული გამოცდილებით გამოსცადეს, თუ როგორ მიმდინარეობს სხვადასხვა მეცნიერული და ტექნოლოგიური მოვლენა.

„ასეთი პრაქტიკული და შემეცნებითი ვიზიტები მოსწავლეებში კრიტიკულ აზროვნებასა და ცნობისმოყვარეობას აღვიძებს, რაც მათ მომავალ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს“,- აღნიშნავენ სკოლას და დიდი მადლობას უხდიან ქუთაისის ტექნო ჰაბის გუნდს მასპინძლობისთვის, საინტერესო გამოცდილებისა და მოსწავლეების მოტივირებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203