
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლის - ნუკრი კარკაძის პედაგოგიური ღვაწლი აღინიშნა.
პედაგოგი, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, გამართულ ღონისძიებაზე საზეიმოდ დაჯილდოვდა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში წარმატებული და ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება 223 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიება მოეწყო მასწავლებლის ეროვნული დღის კამპანიის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს.
სპეციალური ჯილდოები და სიგელები ბაღდათის მუნიციპალიტეტის 5 წარმატებულ პედაგოგს გადაეცა.
პედაგოგებს ჯილდოები პირადად გადასცეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
სკოლაში ახარებთ პედაგოგის შრომისა და ღვაწლის დაფასება და მრავალი წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ.
იხილეთ ვიდეო: