
ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „ზოგადი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის „ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ღირებულებითი განათლებით დაინტერესებული საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის სასკოლო კლუბი იქნება.
საპილოტედ შერჩეულ სკოლაში სასკოლო კლუბის საქმიანობას წარმართავენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლობით შერჩეული სასულიერო პირები (პედაგოგები).
ღირებულებითი განათლების პროგრამა მიზნად ისახავს მოზარდებში საკუთარი თავის, სამყაროს, სხვა ადამიანებისა და მის ირგვლივ მომხდარი მოვლენების შესახებ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, ასევე მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების მომზადებას.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ახლახან, ბაღდათის №1 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებას პროგრამის წამმართველმა სასულიერო პირებმა საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია წარუდგინეს.
სკოლაში ახარებთ ახალი შესაძლებლობა და მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ.
„ვუსურვებთ, ჩვენს მოსწავლეებს საინტერესო, შემეცნებით და ღირებულებებით გაჯერებულ შეხვედრებსა და აქტივობებს! “,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: