„კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
05-10-2026

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „კავკასიის უნივერსიტეტში“ გამართულ Welcome Party-ზე სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად, სტუდენტები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაცით, კლინიკაში 5-მდე პაციენტია გადაყვანილი, წვეულებაზე მისულმა უცხო პირმა, სავარაუდოდ, „ალკოჰოლურ სასმელში გაურკვეველი ნივთიერება ჩაყარა“.

უფრო ადრე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მარ­თულ Welcome Party-ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გად, 10-მდე სტუ­დენტს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და.

„უნი­ვერ­სი­ტე­ტის ველ­ქამ­ზე რამ­დე­ნი­მე გოგო ცუ­დად გახ­და, ყვე­ლას ერთი და იგი­ვე სიმპტო­მი აქვს. პირველ­კურ­სე­ლე­ბი ჩა­ტებ­ში ერ­თმა­ნეთს აფრ­თხი­ლე­ბენ არა­ვის მო­წო­დე­ბუ­ლი სას­მე­ლი არ და­ლი­ონ. პო­ლი­ცი­ამ ვი­ღა­ცე­ბი გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნა”, - წერს ნა­თია გაბ­რა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203