მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცნობილია
05-10-2026
დღეიდან, 5 ოქტომბრის 11:00 საათიდან 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე, აბიტურიენტებისათვის კვლავ შესაძლებელია თავისუფალი ადგილების მქონე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამების არჩევა. 
 
პროგრამების ასარჩევად აბიტურიენტი უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www.online.naec.ge, აირჩიოს ბანერი - „ერთიანი ეროვნული გამოცდები - მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს  სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.
 
 
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“.
 
შეგახსენებთ, რომ მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:
 
  • 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
  • 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
 
საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს გაეცანით ბმულზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203