თბილისის N142 პედაგოგი ეკატერინე ტაბატაძე ბრიუსელში, პედაგოგთა საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
05-10-2026

თბილისის N142 საჯარო სკოლის პედაგოგი ეკატერინე ტაბატაძე ბრიუსელში eTwinning-ის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო.

საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და მომავლის სკოლისთვის ახალი იდეების შექმნა - სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა ბრიუსელში მიმდინარე eTwinning-ის შემაჯამებელი კონფერენცია, რომლის დელეგატადაც თბილისის N142 საჯარო სკოლიდან ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი ეკატერინე ტაბატაძე იყო მიწვეული. 

კონფერენცია - „Future Ready Schools“ მიეძღვნა მომავლის სკოლის კონცეფციის განვითარებას. 

„კონფერენციის მთავარი მიზანია - მომავლის სკოლის კონცეფციის შემუშავება: სკოლა, რომელიც მოსწავლეებში ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას, თანამშრომლობას. ახალი იდეები, საინტერესო შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება“,- აღნიშნავენ სკოლაში.

კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ახალი საგანმანათლებლო იდეების გასაცნობად, გამოცდილების გასაცნობად და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად.

სკოლაში ახარებთ პედაგოგის ჩართულობა საერთაშორისო ღონისძიებაში და მას შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203