
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლის მასწავლებლის - მზია აბუსერიძის წარმატებული პროფესიული საქმიანობა და მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილი საზეიმოდ აღინიშნა.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში ღვაწლმოსილი პედაგოგების მრავალწლიანი შრომისა და პროფესიული საქმიანობის დაფასება გრძელდება. ამ ღონისძიების ფარგლებში, ხარების საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს - მზია აბუსერიძეს, მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.
სკოლაში ახარებთ პედაგოგის ღვაწლისა და ამაგის დაფასება და მას კიდევ მრავალი ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ქალბატონ მზიას ამ მნიშვნელოვან აღიარებას და მადლობას ვუხდით წლების განმავლობაში გაწეული ღირსეული შრომისა და მოსწავლეთა აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის.
ეს ჯილდო მისი მრავალწლიანი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულების დაფასებაა!
ვუსურვებთ, ჯანმრთელობას, წარმატებას, მხნეობასა და კიდევ მრავალ , ღირსეულ წელს თავის საქმიანობაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
იხილეთ ფოტო: