
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და აქტივობებით.
აღსანიშნავია, გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. შთამბეჭდავი ღონისძიება სკოლის მუსიკის მასწავლებლის - მარინა ხუციშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს იყო საღამო, სადაც მუსიკამ გააერთიანა ემოცია, მოგონება და სიყვარული.
საღამოს განმავლობაში მოსწავლეებმა გაიხსენეს გია ყანჩელის უნიკალური მუსიკალური სამყარო, მოისმინეს მისი ნაწარმოებები, შეასრულეს მისი სიმღერები, იხილეს კადრები კინომუსიკიდან. კიდევ ერთხელ შეიგრძნეს ის სიღრმე და სილამაზე, რომელიც გია ყანჩელის შემოქმედებას ასეთ განსაკუთრებულს ხდის.
იხილეთ ფოტოები: