
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მონდომებასა და სწავლის წყურვილზე აისახება.
აღსანიშნავია მე-3 კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ხელოვნებაში, რომლის თემა იყო - გაცოცხლებული მოთხრობა - ფერწერა და ტექსტი.
გაკვეთილი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მე-3 კლასელებმა პერსონაჟები - ანო და მანო გააცოცხლეს და საინტერესო ნამუშევრებიც შექმნეს.
სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ბავშვებმა ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმატებით წარმოაჩინეს და შესასწავლი თემა სიღმისეულად გაიაზრეს.
სასწავლო პროცესს ქართული ენის პედაგოგი ვარა გალიბინი და ხელოვნების მასწავლებელი მარეხი სუდაძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: