პტენის საჯარო სკოლის მასწავლებელი ავთანდილ მელიქიძე მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის დაჯილდოვდა 
05-10-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მასწავლებლის - ავთანდილ მელიქიძის პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. 

სექტემბრის ბოლოს გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენ. ინიციატივის მიზანია მასწავლებელთა შრომის აღიარება, პროფესიის წახალისება და მათი ღვაწლის დაფასება.

მრავალწლიანი ნაყოფიერი და ღირსეული საქმიანობისთვის პედაგოგებს გადაეცათ მადლობის სიგელები. 

ღონისძიებაზე დაჯილდოვდა პტენის საჯარო სკოლის მასწავლებელი ავთანდილ მელიქიძე. 

სკოლაში ახარებთ კოლეგის შრომისა და ღვაწლის აღიარება და მას კიდევ ერტაერთი ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის ღირსეული პედაგოგი, ბატონი ავთანდილ მელიქიძე, დამსახურებულად დაჯილდოვდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203