
2025 წლის ოქტომბრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საპატრიარქოს თანამშრომლობით ხორციელდება პროექტი - „ღირებულებითი განათლება სკოლებში“, აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მოზარდს ჩამოუყალიბოს სწორი დამოკიდებულებები საკუთარი თავის, სამყაროს, სხვა ადამიანებისა და მის ირგვლივ მომხდარი მოვლენების შესახებ; მოამზადოს მომავალი ცხოვრებისთვის მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე.
ეს მნიშვნელოვანი პროექტი უკვე თბილისის N37 საჯარო სკოლაშიც დაინერგა. პირველი ოქტომბრიდან სკოლის მერვეკლასელი მოსწავლეები ინტერესით ჩაერთვებიან „ღირებულებითი განათლების“ კლუბის მუშაობაში, მამა იოსები კვირაში ერთხელ შეხვდება მოსწავლეებს საინტერესო და აქტუალური თემებით.
პროექტის პირველი აკორდი იყო მოსწავლეთათვის სპექტაკლ „ლამაზი ცრემლების“ ჩვენება, ნიჭიერი მსახიობების მიერ შესრულებულმა როლებმა დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
პროექტ „ღირებულებითი განათლების“ დანერგვა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სკოლის დირექტორმა, ლარისა მელაძემ მიულოცა და პროექტის ყველა მონაწილეს წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები: