„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...
17-10-2026

რეალურად, უამრავი სერიოზული პრობლემა სკოლებში, ზოგადი განათლების სისტემაში და ძალიან ბევრია სამუშაო, რათა დაგეგმილი რეფორმა სწორად გატარდეს. უამრავი რამაა გამოსასწორებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა და დასძინა, რომ განათლების სისტემაში პრობლემებს სჭირდება ეტაპობრივი გადაჭრა. 

„ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე, როდესაც ახალი მინისტრი დაინიშნა, იყო სწორედ ზოგადი განათლების რეფორმაზე მუშაობა. მომზადდა სასკოლო განათლების რეფორმის კონცეფცია. პრობლემა არის უამრავი განათლების სისტემაში, რასაც სჭირდება ეტაპობრივი გადაჭრა. არის სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტული პროგრამების სტანდარტებთან დაკავშირებით პრობლემები და ამას სჭირდება სისტემური, მუდმივი მუშაობა. პირველ რიგში საჭირო იყო კონცეფცია, სადაც პრობლემები იყო წარმოჩენილი და შემდეგ ამ პრობლემების საპასუხოდ იყო წარმოდგენილი კონკრეტული ინიციატივები. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა იყო ერთი სახელმძღვანელოს იდეა, რასაც მე პირადად პრინციპულად მხარს ვუჭერ“ - აღნიშნა კობახიძემ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203