
ქუთაისში გამართული წიგნის დღეები ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო და შთამბეჭდავ მოვლენად იქცა. ღონისძიების ფარგლებში ისინი შეხვდნენ მწერალსა, წიგნის მუზეუმის დამაარსებელს, „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, გიორგი კეკელიძეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრა თბილ და უშუალო გარემოში წარიმართა, რამაც მოსწავლეებს ახალი შთაბეჭდილებები და ბევრი საინტერესო საფიქრალი დაუტოვა.
„მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებს წიგნის სამყაროსთან აახლოებს და კითხვის სურვილს უღვივებს. წიგნის დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ წიგნი ადამიანებს აერთიანებს და ახალი აღმოჩენებისკენ გვიბიძგებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: