საქართველოში ევროპის სასკოლო სპორტის დღე ყოველ წელს განსაკუთრებული ენთუზიაზმით აღინიშნება.
პროექტში ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული, რაც საშუალებას აძლევს თითოეულ რეგიონსა და სოფელს, დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს.
სექტემბრის ბოლო პარასკევს დაწყებული ეს სპორტული ზეიმი მოსწავლეებს ახსენებს, რომ ჯანმრთელობა, მეგობრობა და გუნდურობა სწორედ აქტიური ცხოვრების წესში იბადება.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლა წელსაც სიხარულით ჩაერთო მიმდინარე პროექტში. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი:
ჩატარებულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ, რაც სკოლაში ახარებთ.
„განსაკუთრებით სასიხარულოა მოსწავლეთა მაღალი აქტივობა, გუნდური სულისკვეთება და სპორტული თამაშების მიმართ გამოხატული ინტერესი.
სპორტული აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება არა მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში, არამედ თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის, დისციპლინის, სამართლიანი თამაშისა და ერთმანეთის პატივისცემის უნარების ჩამოყალიბებაში. სპორტი ასევე ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, განწყობის გაუმჯობესებასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის გაძლიერებას.
ჩვენი მოსწავლეების აქტიურობა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის - ის არის სივრცე, სადაც ბავშვები ვითარდებიან, ურთიერთობენ, თანამშრომლობენ და საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით ავლენენ.
მადლობა ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის! ვუსურვებთ, ჩვენს მოსწავლეებს კიდევ ბევრ სპორტულ წარმატებას, ენერგიასა და გამარჯვებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობებს ხელმძღვანელობდა სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი ნინო ქობალია.
იხილეთ ფოტოები: