
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლამ სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო.
სკოლაში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, STEAM კლუბმა დაიწყო მუშაობა.
კლუბს უხელმძღვანელებს სამინისტროს მიერ სპეციალურად გადამზადებული მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებთან ყოველკვირეულ სამუშაო შეხვედრებს გამართავს.
STEAM კლუბის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის მიმართულებებს, იმუშავებენ პრაქტიკულ პროექტებზე, ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, შექმნიან სხვადასხვა პროდუქტს და მიღებულ ცოდნას რეალურ პრობლემებზე მუშაობისას გამოიყენებენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კლუბის მთავარი მიზანია მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, კვლევის, პრობლემების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
იხილეთ ფოტოები: