
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლის მასწავლებლის - მზია გვირგვლიანის პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა.
სექტემბრის ბოლოს გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მუსიკის მასწავლებელი მზია გვირგვლიანი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა პედაგოგს მადლობის სიგელი გადასცა და მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის, საქმისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
პედაგოგი მადლობას იხდის მისი შრომის დაფასებისთვის.
„ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში. მადლობა, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრს- ბატონ გივი მიქანაძეს, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და ჩემს ბიის საჯარო სკოლას, ჩემი შემოქმედებისა და მოღვაწეობის დაფასებისათვის. ,,ჩემი შემოქმედება ღმერთის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულია“. სანამ შევძლებ ვიღვაწებ ამ სულისკვეთებით...“,- აღნიშნავს პედაგოგი მზია გვირგვლიანი.
იხილეთ ფოტოები: