სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
04-10-2026

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი დოკუმენტი ცნობილია, რომელშიც გათვალისწინებულია განათლების მიმართულებით ბიუჯეტის ზრდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ თანხები მოხმარდება საბავშვო ბაღის აღმზრდელების, სკოლების ადმინისტრაციისა და მასწავლებლების ანაზღაურების ზრდას. ხოლო რაც შეეხება პროგრამებს, დოკუმენტით გათვალისწინებულია ოკუპირებული რეგიონების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გათვალისწინებულია „გალის რაიონისა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ახალგორის რაიონის ფუნქციონირებადი სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203