
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულებაში ცვლილება შევიდა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ფუქნცია-მოვალეობის გადანაწილებას.
სამსახურის ფუნქციებია:
ა) განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი მათ მიმდინარეობაზე;
ბ) მუნიციპალიტეტში ადრეული ასაკის, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებისა და სასკოლო მზაობის სერვისების მიწოდების მონიტორინგი;
გ) კულტურის, განათლების (მათ შორის, ადრეული და სკოლამდელი განათლების), ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი დაწესებულებების (ა.(ა.)ი.პ-ები) საქმიანობის კოორდინაცია;
დ) საჭიროების შემთხვევაში პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მუნიციპალიტეტის მერთან წინადადებების წარდგენა;
ე) საგანმანათლებლო, კულტურული, ახალგაზრდული, სპორტული და ტურისტული სფეროების ხელშეწყობა;
ვ) წარმატებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსა და ვერცხლისმედალოსანთა) წახალისების ხელშეწყობა;
ზ) სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ახალგაზრდობის ჩართულობის ზრდა;
თ) ახალგაზრდებისთვის მათი მონაწილეობის მიზნით სოციალურ-საგანმანათლებლო, გასართობ-შემეცნებითი, სპორტული და სხვა ტიპის ღონისძიებების მოწყობა;
ი) ახალგაზრდული ინიციატივების, ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობა;
კ) ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა-განხორციელება და ორგანიზება;
ლ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი, პროფესიული და ხალხური ხელოვნების დარგების, სპორტული განათლებისა და სპორტის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, დაცვა და პოპულარიზაცია;
მ) კომპეტენციის ფარგლებში საბიბლიოთეკო საქმიანობისათვის ხელის შეწყობა;
ნ) ადგილობრივი კონკურსების, დათვალიერებების, ფესტივალების, გამოფენების, შეჯიბრებების, ტურნირებისა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება-ხელშეწყობა;
ო) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობებისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციულ-მეთოდური ხელშეწყობა;
პ) შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლებისთვის სხვადასხვა ფესტივალში, დათვალიერებასა და კონკურსში მონაწილეობის ხელშეწყობა როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის გარეთ;
ჟ) ხალხური რეწვის ოსტატთა, ფერმწერთა, მხატვარ-დეკორატორთა გამოფენების მოწყობის ან/და გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის გარეთ;
რ) სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებულ სპორტსმენთა წახალისება-დაჯილდოება;
ს) ოლიმპიადებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის ხელის შეწყობა;
ტ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების სამსახურთან განხილვა-შეთანხმება, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
უ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშეწყობისთვის აუცილებელი პროექტების შემუშავება ან/და წარმოდგენილ პროექტებში მონაწილეობის მიღების ხელშეწყობა;
ფ) შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით სოციალურად დაუცველთა კულტურულ- საგანმანათლებლო, ახალგაზრდული და სპორტული პროექტების შემუშავება-ორგანიზება;
ქ) მუნიციპალიტეტის მერის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ღ) საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.