კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ პაპიძე ლიტერატურულ-შემეცნებითი კონკურსის გამარჯვებულია
02-10-2026

თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე წარმატებით ხარობენ.

მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ პაპიძე საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ ინიცირებული ლიტერატურულ-შემეცნებითი კონკურსის - „როგორ მესახება ჩემი მომავალი“ გამარჯვებულია.

მოსწავლის ნაშრომი შეირჩა საუკეთესოთა შორის და გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების წიგნში. მარიამს ასევე გადაეცა სერტიფიკატი, ახალგაზრდული ფანტაზიის, თავისუფალი აზროვნებისა და მომავლის შთამბეჭდავი ხედვისათვის.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებს ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.

„კოთელიის საჯარო სკოლა, დიდი სიხარულითა და სიამაყით ულოცავს ამავე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ პაპიძეს, საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ ინიცირებულ ლიტერატურულ-შემეცნებით კონკურსში - „როგორ მესახება ჩემი მომავალი“ გამარჯვებას.

კოთელიის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მარიამ პაპიძეს აქტიურობისათვის და პედაგოგთა კავშირს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203