
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებას სკოლებში ყოველთვის განსაკუთრებული ემოცია ახლავს. სკოლის ეზო და დერეფნები კვლავ მოსწავლეთა ჟრიამულმა გააცოცხლა.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლა საბაზო და მცირეკონტიგენტიანია, სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის ზარ-ზეიმით აღინიშნება.
წელსაც, სკოლაში მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ და პედაგოგებმა, დირექტორის გია ჯოხაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს ლამაზი დახვედრა მოუწყვეს. სიხარულით და სიყვარულით ჩაიხუტეს გულში მოსწავლეები და საკლასო ოთახებში შეუძღვნენ.
დირექტორმა მათ ლამაზი ცხოვრება, სწავლის სიყვარული და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„ჩემო საყვარლებო, ისწავლეთ, თითოულ მოსწავლეს ინდივიდუალური სწავლება გაქვთ და ეცადეთ ყველაფერი კარგად და მონდომებით აითვისოთ, რადგან საბაზო განათლება მთავარია შემდგომი ცხოვრებისთვის. გიყვარდეთ თქვენი კუთხე და შემდგომ განათლებულები დაუბრუნდით თქვენს ბუდეს, რადგან სოფლის გარეშე არც ქალაქი და არც ქვეყანა მხარში ვერ გაიმართება. წარმატებები ჩემო ბარტყებო!“,- აღნიშნა დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები: