ქუთაისის N12 სკოლის კურსდამთავრებულები - ნინო ჩუბინიძე და ნინი ბალანჩივაძე ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
05-10-2026

ქუთაისის N12 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს, რაც კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება. სკოლის კურსდამთავრებულებმა ტრადიციულად წელსაც ერთიან ერვნულ გამოცდებზე საამაყო შედეგები აჩვენეს. 

​ახლახან, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს - ნინო ჩუბინიძეს და ნინი ბალანჩივაძეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებისთვის ქუთაისელ სტუდენტებთან ერთად, ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

წარმატებულ ახალგაზრდებს ჯილდო და სიგელები ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან მამუკა ხიმშიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. სტუდენტები დალოცა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ. ღონისძიება ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში გაიმართა.

სკოლაში ახარებთ კურსდამთავრებულთა მიღწევები და მათ დიდ წარმატებასა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ჩვენს კურსდამთავრებულებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ქუთაისში რეგისტრირებულმა 46-მა აბიტურიენტმა ჩაბარებულ საგნებში მოიპოვა ქულათა 95% და მეტი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203