წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
02-10-2026

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო პროექტში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ამჯერად მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ შემოქმედებით კონკურსს - „მეხსიერებიდან მომავლისკენ - სოხუმი“, რომელიც აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიმართა.

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, აბაშის საგანმანათლებლო სივრცეში გაიმართა ღონისძიება, რომლის მთავარი მიზანი იყო სოხუმის ისტორიისა და საქართველოს უახლესი წარსულის გააზრება, ეროვნული მეხსიერების შენარჩუნება და ახალგაზრდებში სამშობლოს, მშვიდობისა და ერთიანობის მნიშვნელობის გაძლიერება.

„აფხაზეთი დღესაც დიდი ტკივილისა და მონატრების სიმბოლოა, საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ქართული საზოგადოებისათვის საქართველოს ტერიტორიის აღდგენა   მნიშვნელოვანი საკითხია  მთავარი მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით  გადაწყვეტა- მოგვარება“, - გვეუბნება მეშვიდე კლასის მოსწავლე ლიკა კიზირია, რომელმაც კონკურსზე ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა. 

სკოლის მოსწავლეებს პროექტში მონაწილებისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203