
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალისებენ მოსწავლეთა ჩართულობას სპორტულ ღონისძიებებში.
რაღა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა ევროპის სპორტის კვირეულს.
კვირეულის ფარგლებში გამართულ მასშტაბურ სპორტული ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მათ მონაწილეობა მიიღეს მძლეოსნურ რბენაში, სადაც გამოავლინეს დიდი მონდომება, უშრეტი ენერგია და ნამდვილი სპორტული სულისკვეთება.
ღონისძიება ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და დაუვიწყარი ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა
წარმატებული მონაწილეობისა და მიღწეული შედეგებისთვის ისინი დაჯილდოვდნენ და საზეიმოდ გადაეცათ სიგელები.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და სპორტული ჟინი და ბავშვებს ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს ამ წარმატებას! ვუსურვებთ მათ კიდევ ბევრ გამარჯვებასა და ახალ სპორტულ მიღწევას!
სპორტი აერთიანებს, აძლიერებს და გვასწავლის მიზნისკენ სწრაფვას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: