
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია. მოტივირებული მოსწავლეები კი სხვადასხვა ღონისძიებებში ხალისითა და დიდი შემართებით მონაწილეობენ.
25 სექტემბერს გამართულ სპორტულ ღონისძიებაში, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პიპულარიზაციას, ფიზიკური აქტივობის წახალისება და სპორტისადმი ინტერესის გაღვივება, აქტიური მონაწილეობა მიიღეს უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
მოსწავლეებმა იაქტიურეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს აქტიურობისთვის.
„მადლობა, სპორტულ მარათონში მონაწილე მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: