
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. რაღა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა ევროპის სპორტის კვირეულს.
სასკოლო სპორტული დღეების ფარგლებში, ონოღიას საჯარო სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში და მათ შორის მინი ფეხბურთში შეჯიბრი ჩატარდა.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ, წარმატებით იასპარეზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიებას სპორტის მასწავლებელი მელიტონ წირქვაძე ხელმძღვანელობდა.