
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგის - ნინო ხუციშვილის პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა.
სექტემბრის ბოლოს გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფოთის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მასწავლებლებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის, საქმისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ფოთის N7 საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო ნინო ხუციშვილი. მას მადლობის სიგელი განათლებისა და მეცნიერების მისნისტრმა გივი მიქანაძემ გადასხა.
როგორც წლის საუკეთესო პედაგოგი ნინო ხუციშვილი ასევე დააჯილდოვა ფოთიე მერმა.
სკოლაში პედაგოგს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ და კიდევ მრავალი განათლებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ.
„მასწავლებლობა ყველაზე საპატიო სტატუსია, მისი ღვაწლის დაფასება კი ყველაზე დიდი ჯილდო...
მასწავლებლის დღესთან დაკავშირებთ საქართველოს განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ საპატიო სიგელი და ქალაქის მერის მიერ წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო გადაეცა ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნინო ხუციშვილს წლების მანძილზე თაობების აღზრდისა და სწავლების საქმეში გაწეული ერთგული, უანგარო და დაუღლელი შრომისთვის.
ვულოცავთ ნინო მასწავლებელს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.