„თაობების მასწავლებელი და ჩვენი სკოლის სიამაყე“- გუმბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლევან ძირკვაძე განსაკუთრებული პედაგოგიური წვლილისთვის დაჯილდოვდა
02-10-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მასწავლებლის - ლევან ძირკვაძის ​პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა.

1-ელ ოქტომბერს წალკის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. გუმბათის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო პედაგოგი ლევან ძირკვაძე. ის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 

სკოლაში ახარებთ პედაგოგის პროფესიული საქმიანობის აღნიშვნა და მისი ღვაწლის დაფასება და კოლეგას კიდევ არაერთი წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„სიხარულითა და სიამაყით გაცნობებთ, რომ გუმბათის საჯარო სკოლიდან დაჯილდოვდა ლევან ძირკვაძე - მასწავლებელი, რომელსაც 40-წლიანი წარმატებული პედაგოგიური გზა აქვს და, სრული დამსახურებით, ჩვენი სკოლის თითქმის ყველა მასწავლებლის მასწავლებელია, ის არის თაობების მასწავლებელი და ჩვენი სკოლის სიამაყე.

ლევან მასწავლებელო, ვამაყობთ თქვენით! ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ ჩვენი სკოლისა და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ!“- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და ადგილობრივ თვითმმართველობას პედაგოგთა შრომის დაფასებისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203