
15 სექტემბერს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.
სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნვა სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია, სასწავლო წლის დასაწყისი კი ყოველთვის დღესასწაული.
ტრადიციულად, წელსაც პირველ სასწავლო დღეს ლამაზი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ნიჭითა და მონდომებით ეს დღე კიდევ უფრო გაალამაზეს.
ამ დღის გმირები პირველკლასელები იყვნენ - ყველაზე პატარები, ახალი სასკოლო ფორმებითა და ცნობისმოყვარე თვალებით. სკოლაში მათ სასკოლო ცხოვრების დაწყება განსაკუთრებულად მიულოცეს. მოსწავლეებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები, დედაენა და სახელმძღვანელოები.
„კიდევ ერთხელ ვულოცავთ, ,მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სკოლის დაწყებას! ხარების საჯარო სკოლა მზადაა, მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, შექმნას განვითარებაზე ორიენტირებული, ჯანსაღი და თანასწორი სასკოლო გარემო“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასწავლო წელს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: