
თბილისის N28 საჯარო სკოლის მასწავლებლის - ეკატერინე ოქროპირიძის პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა.
ეროვნულ სასახლეში მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
თბილისის N28 საჯარო სკოლიდან დაჯილდოებაზე წარდგენილი იყო პედაგოგი ეკატერინე ოქროპირიძე.
პედაგოგს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გადაეცა მადლობის სიგელი მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისათვის. ეკატერინე ოქროპირიძეს ასევე ასევე მთაწმინდის რაიონის გამგეობის სახელით მიენიჭა სიგელი განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მარავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სიგელი გადაეცა.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ.
სკოლაში ახარებთ პედაგოგის წვლილის დაფასება და მას წარმატებას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ქალბატონ ეკატერინეს დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: