
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის მასწავლებლების - ხათუნა გვიჩიანისა და მარინე კაჭკაჭაშვილის წარმატებული პედაგოგიური საქმიანობა საზეიმოდ აღინიშნა.
1-ელ ოქტომბერს წალკის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო ღირსეული პედაგოგი - ქალბატონი ხათუნა გვიჩიანი.
დამსახურებული ჯილდო ასევე მიიღო კოხტის საჯარო სკოლის პედაგოგმა - ქალბატონმა მარინე კაჭკაჭაშვილმა.
სკოლაში პედაგოგებს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ და კიდევ არაერთი ღირსეული და წარმატებული თაობის აღზრდას უსუსრვებენ.
„ქალბატონო ხათუნა და ქალბატონო მარინე, სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგიური კოლექტივისა და მოსწავლეების სახელით გულითადად გილოცავთ ამ დამსახურებულ აღიარებას!
მადლობას გიხდით მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისთვის, პროფესიის ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ენერგიას, ბედნიერებასა და კიდევ მრავალ წარმატებას! თქვენი ამაგი და ღვაწლი მუდამ დაფასებული ყოფილიყოს!
გულწრფელი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს პედაგოგთა შრომის დაფასებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: