ერთადერთი პირველკლასელი და დირექტორის ემოციური მიმართვა მოსწავლეებს - სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი წერაქვის საჯარო სკოლაში
02-10-2026

15 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მცირეკონტიგენტიან სკოლაში მოსწავლეთა დაბრუნება განსაკუთრებულად ახარებთ. წელსაც ბავშვების დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და მოსწავლეებს ლამაზად მორთული ეზო და საკლასო ოთახები დაახვედრეს. 

წელს სკოლის კარი ერთმა პირველკლასელმა შეაღო, რომლის დამრიგებელიც ლია ხოსროშვილი სიხარულით და სითბოთი დახვდა თავის პატარა მოსწავლეს.

დირექტორი ნელი ბერიძე კი სითბოთი და სიყვარულით მიესალმა მოსწავლეებს, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

„სკოლა ყოველთვის სიხარულით გელოდებათ, ჩვენო უსაყვარლესო მოსწავლეებო, გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას! მინდა თითოეული თქვენგანისთვის იყოს წარმატებული წელი. ჩვენ კი თავს არ დავზოგავთ, რომ მოგცეთ საფუძვლიანი ცოდნას, თქვენ კარგად იცით, რომ სკოლაში ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს, არასდროს გაგიცრუებთ იმედს.

ვამაყობ თქვენით და მჯერა, თქვენი სწავლით და შრომით, ყოველთვის მიაღწევთ დასახულ მიზანს, თქვენ უნდა იყოთ მაგალითი იმ ერთადერთი პირველკლასელისთვის, რომელმაც დღეს პირველად შემოაღო სკოლის კარი, მიეფერეთ და ასწავლეთ, რომ სწავლა უპირველესია მოსწავლისთვის, თქვენი ნათქვამი და მაგალითი უფრო თვალსაჩინო იქნება. მიყვარხართ და იცოდეთ აქ ყოველთვის დიდი სიყვარულით გელიან!“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203