
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგის - ნანა ხიმშიაშვილის წარმატებული პროფესიული საქმიანობა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილი საზეიმოდ აღინიშნა.
1-ელ ოქტომბერს წალკის N1 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლიდან წარდგენილი იყო ღვაწლმოსილი, საპატიო და დამსახურებული პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ხიმშიაშვილი.
როგორ სკოლაში გვეუბნებიან, ქალბატონი ნანა წლების განმავლობაში დიდი სიყვარულით, პროფესიონალიზმით, ინოვატორული მიდგომებითა და თანამედროვე მეთოდებით უძღვება თავის პროფესიულ საქმიანობას.
არის მრავალი ჯილდოს მფლობელი და შეაქვს განსაკუთრებული წვლილი სკოლისა და მომავალი თაობების განვითარებაში. არის აქტიური მხარდამჭერი კოლეგების განვითარების საქმეში.
„ქ-ნი ნანა დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობს საზოგადოებაში. არის ენერგიული, შრომისმოყვარე, თავდადებული, შედეგებზე ორიენტირებული და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული მასწავლებელი. მომავალი თაობებისთვის ის არის საიმედო საყრდენი, მეკვლე და მეჩირაღდნე. მისი ღვაწლი განუზომელია“,- აღნიშნავენ სკოლაში და პედაგოგს შრომისა და ღვაწლის დაფასებას ულოცავენ.
„წინწყაროს პედკოლექტივისთვის დიდი პატივია ესოდენ ღვაწლმოსილი, საპატიო და დამსახურებული თანამშრომლის ღვაწლის დაფასება და აღიარება. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ეს სიხარული გაიზიარა.განსაკუთრებული მადლობა წინწყაროს საჯარო სკოლის დირექტორს ბ-ნ ანტეი ტერსენოვს, რესურსცენტრის ხელმძღვანელობას და რესურსცენტრის უფროსს - ქ-ნ ნანა დვალიძეს - ქ-ნი ნანა ხიმშიაშვილის ღვაწლის სამართლიანი დაფასებისთვის. მიყვარხარ და მეამაყები ნან ჩემო ძვირფასო!“,- აღნიშნავენ სკოლში.