პირველკლასელთა საზეიმო მიღება და წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება - საზეიმოდ დაწყებული სასწავლო წელი ხიხანის საჯარო სკოლაში
02-10-2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის ზეიმია. 

წელსაც, 15 სექტემბერს, ტრადიციულად, საზეიმოდ დაირეკა სასწავლო წლის დაწყების მაუწყებელი ზარი.

სკოლის ეზო ბავშვების ჟრიამულით აივსო. პირველკლასელთა საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა, წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოებამ და ლამაზმა ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

სკოლის დირექტორმა, ამირან გაბაიძემ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა, სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და წარმატებული აკადემიური წელი უსურვა, პირველკლასელებს კი ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები დაულოცა. 

აგერ უკვე მესამე კვირაა სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა პირველი დღის ლამაზი ემოციები მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203