„მჯერა ჩვენი წარმატების“- საყდრიონის საჯარო სკოლის პედაგოგის გულთბილი დახვედრა და მოსწავლეთა ლამაზი სიურპრიზი მასწავლებელს 
02-10-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მოსწავლეთა დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებულად მოემზადნენ და მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. 

დიდი სიყვარულით შეხვდა არადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს პედაგოგი ნანი მაკარაძე. მონატრებულ მოსწავლეებს მასწავლებელმა გულთბილი მიღება მოუწყო და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 

 ​„გილოცავთ და გლოცავთ გულით ჩემო მერცხლებო!! თქვენთან ერთად ყველას ვულოცავ ვინ კი ფეხი შედგა ცოდნის ტაძარში!! ჩვენ ერთად უნდა ავიაროთ ის საფეხური რომელსაც ცოდნის საძირკველი ქვიამე მჯერა ჩვენი წარმატების უფალმა დაგლოცოთ, ჯანმრთელი , წარმატებული და ბედნიერი გამყოფოთ მუდამ!!“,- მიმართა პედაგოგმა პატარებს. 

მოსწავლეებმა კი საყვარელი მასწავლებელი ყვავილებითა და თბილი ჩახუტებით გაახარეს. 

წინ კი მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალი ელით, პედაგოგი ნანი მაკარაძე კი ყველაფერს გააკათებს, რომ მათთვის ხარისხიანი განათლება და ბედნიერი სასკოლო ცხოვრება უზრუნველყოს. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203