
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლაში სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა.
სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე ყოველთვის გამორჩეულად ზრუნავენ, სწორედ ამის ნათელი მაგალითია პირველი სასწავლო დღე. 15 სექტემბერს სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა.
წელს სკოლის კარი სამმა პირველკლასელმა შეაღო, დირექტორმა და პედაგოგებმა პატარები გულთბილად მიიღეს, სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ პატარებისთვის სკოლაში მისვლით გამოწვეული მღელვარება სიხარულად ექციათ.
წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ.
იხილეთ ფოტოები: