
თბილისის N152 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი სიახლეა - სკოლის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
ამ ეტაპზე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის, ნარჩენების გატანა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია ახალი სასკოლო შენობის მშენებლობა, რაც სკოლის სასკოლო საზოგადოებისთვის დიდი ხნის ნანატრი სიახლეა.
სკოლის დირექცია სიახლეს მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავს და იმ ადამიანებს უხდის მადლობას, რომელთა ძალისხმევითაც პროექტის განხორციელება გახდა შესაძლებელი.
„თბილისის N152 საჯარო სკოლის დირექცია მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავს ამ ნანატრი დღის დადგომას!
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ სკოლის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოების შესრულება - ნარჩენების გატანა, რათა უახლოეს მომავალში აშენდეს ახალი, თანამედროვე სტანდარტების სასკოლო შენობა.
მადლობას ვუხდით ყველა ადამიანს, რომლებსაც უდიდესი წვლილი შეაქვთ ამ საშვილიშვილო და კეთილშობილურ საქმეში“,- აღნიშნავენ სკოლაში.