საპრასიის საჯარო სკოლაში, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა
02-10-2026

შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯასნაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. რაღა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას - სასკოლო სპორტულ კვირეულს. 

ევროპის სპორტის კვირეული საქართველოში ოფიციალური ღონისძიებებითა და სპორტული აქტივობებით 20 სექტემბერს გაიხსნა. ეს ინიციატივა ევროკომისიის პროექტია და მიზნად ისახავს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მთელ ევროპაში. ტრადიციულად, ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში ჩაერთო შოთა ხურციძის სახელობის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლა.

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ედვარდ ხურციძის ინიციატივით, სკოლაში ჩატარდა ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში ინდივიდუალურ შერეულ თანრიგში დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შორის.

გამოვლინდნენ ტურნირის პრიზიორები.

საბაზო და საშუალო საფეხური:

  • ავთანდილ ჯანელიძე;
  •  თამარ გიორგაძე;
  •  დავით ჯანელიძე.

დაწყებითი და საბაზო საფეხური:

გოგონები:

  •  ბელა ხურციძე;
  •  ანასტასია ხელაძე;
  •  ლიზი ლომინაძე.

ვაჟები:

  •  ბაჩო ოქროპილაშვილი;
  •  ლუკა გიორგაძე;
  •  მიქაელ ხელაძე.

დაწყებითი საფეხური:

  • ნიაკო ვაშაყმაძე;
  • გიგა ჯანელიძე;
  • ლუკა ჯანელიძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203