ოზურგეთის N1 სკოლის გერმანული ენის პედაგოგი ქეთინო ბაჯელიძე მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზეა წარდგენილი
02-10-2026

28 სექტემბერს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს სცენაზე ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის გამორჩეულ პედაგოგს - ქეთინო ბაჯელიძეს მადლობის ბარათი გადაეცა. 

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზეა წარდგენილი. 

სკოლაში ახარებთ პედაგოგის წარმატებას და მას გამარჯვებას უსურვებენ. 

„გილოცავთ, ქეთინო მასწავლებელო აღიარებას, წარმატებას, თქვენი მუხლჩაუხრელი შრომის დაფასებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს მათი მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და პროფესიული საქმიანობის წახალისებას.

ოზურგეთში გამართულ ღონისძიებაზე პედაგოგებს ჯილდოები პირადად გადასცა მინისტრმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს ქუთაისში ჩატარდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203