ქუთაისის N38 სკოლის მე-5 კლასელებმა ქართველ მწერალთა ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო პროექტი მიუძღვნეს
02-10-2026

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებითა და და დიადი სასწავლო მიზნებით გაანაახლეს და პირველი საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებიც განახორციელეს. 

Vბ კლასის მოსწავლეებმა კი იმუშავეს პროექტზე  - „ქართველ მწერალთა სურათები ეთერის სკოლისათვის“. 

მოსწავლეები გაეცნენ ქართველ მწერალთა ბიოგრაფიებს და შეისწავლეს მათი ცხოვრება და შემოქმედება, შემდეგ კი საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. 

მოსწავლეებმა დაამზადეს ბროშურა, სადაც ქართველ სახელოვან მწერალთა შესახებ ცნობები დაიტანეს. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი ლალი მილორავა ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203