
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ეროვნული კინემატოგრაფიისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას და მათი გაცნობით კულტურისა და ისტორიის სწავლებას.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მოსწავლეთა საინტერესო გასვლითი აქტივობა.
ქ.ქუთაისში, კინოთეატრ „საქართველოში“ განხორციელდა ქართველი რეჟისორის, რეზო ჩხეიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას.
კინოსეანსების მიმართ ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს და რეზო ჩხეიძის სახელობის დარბაზში დაესწრნენ ფილმ „ნერგების“ ჩვენებას.
სკოლაში დაბრუნებულებმა, გადმოსცეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაწერეს ესეები, განიხილეს ფილმი.
აქტივობას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგემა მ.კიკვაძემ და ლ. ბურჯანაძემ.
იხილეთ ფოტოები: