ქუთაისის N15 სკოლაში მოსწავლეებს გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს
02-10-2026

ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ყოველ წელს დიდი სითბოთი და სიყვარულით ეგებებიან და სასწავლო წლის პირველივე დღეებიდან ცდილობენ, მათთვის სასიამოვნო და ბედნიერი გარემო შექმნან. 

ტრადიციულად, 15 სექტემბერს სკოლაში ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებული ემოციებით დაიწყო. მოსწავლეებს სკოლაში მოწესრიგებული და საზეიმოდ მორთულ-მოკაზმული სასკოლო სივრცე დახვდათ. 

დირექციამ და პედაგოგებმა გამორჩეულად იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციაზე და ყველაზე პატარებს სკოლაში მისვლის მღელვარება სიხარულად უქციეს. ცოდნის სამყაროში მათი პირველი ნაბიჯები თამაშით, გართობითა და ბევრი საინტერესო აქტივობით იყო დატვირთული.

„გარემო სადაც სიყვარულია იქ ყველა სირთულე მარტივია“,- აღნიშნავენ სკოლაში და მიაჩნიათ, რომ სიყვარულს, ურთიერთპატივისცემასა და თანადგომას მოსწავლეთა წარმატებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ ღირებულებების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი კი სკოლის დირექტორი ელისო ჯიბლაძეა, რომლისთვისაც სკოლა მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის, ქუთაისის N15 საჯარო სკოლა მისთვის ოჯახია. სკოლის ხელმძღვანელი მოსწავლე-მეასწავლებელთა ინტერესებზე ზრუნავს და მათთვის განმავითარებელ გარემოს უზრუნველყოფს, ის მიიჩნევს, რომ სკოლაში ყველა თანასწორია და მნიშვნელოვანია თითოეულმა თავი დაფასებულად იგრძნოს. 

სასწავლო წლის დაწყებისას დირექტორმა მოსწავლეებს განსაკუთრებული სითბოთი მიმართა. მათ წარმატება, წინსვლა, სწავლის სიყვარული და ბედნიერი მომავალი უსურვა. პირველკლასელებს კი გზა დაულოცა ცოდნისა და აღმოჩენების ფერად სამყაროში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203