მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ბეგლარაშვილი და eTwinning_ის პროგრამის მენეჯერი ხატია მატკავა Erasmus+-ის პროექტის „სწავლის პერსონალიზაცია“ (U-Personalize U-Learn, UP-UL) პარტნიორთა მეორე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ.
მონაწილეებმა განიხილეს პერსონალიზებული სწავლების რუბრიკისა და სახელმძღვანელოს შემუშავების, ხელოვნური ინტელექტისა და ჩატბოტების გამოყენების, ასევე მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებებსა და სწავლის ტემპზე მორგებული სასწავლო პროცესის მხარდაჭერის საკითხები.ს.
„სწავლის პერსონალიზაცია“ Erasmus+_ის პროექტია, რომლის მიზანია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინტერაქტიული რუბრიკის, მეთოდოლოგიური გზამკვლევისა და ჩატბოტის/აპლიკაციის შექმნის გზით პერსონალიზებული სწავლების ხელშეწყობა და სკოლებზე მისი გავლენის შესწავლა.