მაკვანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ 
02-10-2026

არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში. მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

მათ შორის, მე-5 კლასის მოსწავლე მარიამ ხარაბაძემ და მე-4 კლასის მოსწავლე ანასტასია ხარაბაძემ წარმატებით იასპარეზეს „​კინგსის“ გაზაფხულის სეზონის ​ქართული ენის, მათემატიკისა და ინგლისურ ენის ოლიმპიადებში. 

ახლახან მოსწავლეებს კუთვნილი სიგელები საზეიმოდ გადაეცათ. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მონდომება და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203